“მე ამ ნაღმების შემეშინდა…”- რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი კონსტიტუციას?

საქართველოს პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მიზეზი “მაესტროს” ეთერში ახსნა. მისი თქმით, თუკი ხელს არ მოაწერდა კონსტიტუციას, მაშინ ქვეყნის იმიჯს მიაყენებდა ჩრდილს და გარდა ამისა, ეს იქნებოდა კარგი იარაღი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ჯგუფების ხელში.
“მე ამ ნაღმების შემეშინდა… ვინ დამიფასა…”- აღნიშნავს მარგველაშვილი.
„კონსტიტუცია არის თითოეული მოქალაქის კანონიერებაში ჩართვის მთავარი დოკუმენტი, ამიტომაც იწყება ეს დოკუმენტი ფრაზით : ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. მოქალაქეები ამ დოკუმენტის მეშვეობით ვამბობთ, რომ ვემორჩილებით კანონს. ეს ყველაზე ზოგადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

თუ ჩვენ ვემორჩილებით კანონს, მაშინ ყველზე ლეგიტიმური პირის მიერ კონსტიტუციაზე ხელის არმოწერა იდენტური იქნებოდა იმის თქმისა, რომ ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო, ამ კონსტიტუციას მე ლეგიტიმაციას არ ვაძლევ, შესაბამისად, თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, გინდათ დაემორჩილეთ კანონს, გინდათ ნუ დაემორჩილებით. ეს არის ის დიდი განსხვავება, რომელიც ამ ხელმოწერაშია. მე ამაში იმ საშიშროებებს ვხედავდი, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ის უარყოფითი იმიჯი, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო საქართველოს შესახებ, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, თავის მთავარი დოკუმენტიც კი ვერ მიიღო სრულფასოვნად, რომ საქართველოში ყველაზე ლეგიტიმურმა ფიგურამ ყველაზე მთავარ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ეს ხმები არ ისმოდა და არ ისმის, მაგრამ ნამდვილად გაისმებოდა. ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფისთვის, რომელსაც თავში მოუვიდოდა რაიმე ტიპის არეულობა, რაიმე ტიპის კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა, კონსტიტუციაზე ხელის არმოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი იმისა, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობის მთავარი დოკუმენტი არ არსებობს. რადიკალური ბრძოლა გვერდზე გადავდე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. თორემ ამაზე ადვილი არაფერი იქნებოდა, ვიტყოდი, რომ დავიწყე ბრძოლა 10 თვის წინ, ვიყავი მარტო, შემდეგ ვეტო დავადე და ხელიც არ მოვაწერე. მაგრამ იმ ნაღმების შემეშინდა, რასაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში“ განაცხადა – მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა კობახიძე შევარდნაძესა და სააკაშვილს შეადარა – ,,Партия — ум, честь и совесть нашей эпохи”
შემდეგი სტატიამოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე დაურ ბარგანჯია