ნადეჟდა სავჩენკოს ანდერძი გამოქვეყნდა

savCenkos-anderdzi12უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ ორი დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა მშრალი შიმშილობა. შესაბამისი განცხადება მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა.
“მე, სავჩენკო ნადეჟდა ვიქტორის ასული, უკრაინის მოქალაქე, მშრალ შიმშილობას ვაცხადებ 04.03.2016 -დან ჩემი უკრაინაში მკვდრად ან ცოცხლად დაბრუნებამდე” – წერია სავშენკოს მიერ დაწერილ წერილში.
მისი თქმით, მისი პროტესტი მიმართულია რუსეთის მთავრობის, კრემლის და სპეცსამსახურების, გამოძიებისა და პროკურატურის წინააღმდეგ, რომლებიც “საკუთარ დანაშაულს ფარავენ” – ნათქვამია წერილში.

ამასთანავე, სავჩენკომ კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე სახის ანალიზების გაკეთებაზე, ან ციხის ადმინისტრაციის მიერ შემშილობის ხელისშეშლის მცდელობაზე – “ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება შეფასდება როგორც წამება და გავუწევ წინააღმდეგობას” – განაცხადა სავჩენკომ. მისი თქმით, თუკი ის 9 მარტამდე ცოცხალი იქნება, მისი სურვილია სასამართლოზე მისი მიყვანა.
“ჩემი სიკვდილის შემთხვევაში კატეგორიულ უარს ვამბობ ჩემი ცხედრის რუსეთში გახსნაზე, მოვითხოვ, ის გადაეცეს დედას და დას. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება” – წერს სავჩენკო ადვოკატისადმი მიწერილ წერილში.

უკრაინის გენერალურმა კონსულმა როსტოვში განაცხადა, რომ უკრაინა სავჩენკოსთვის სამ ექიმს აგზავნის, მაგრამ მათი ციხეში შესვლას პროცედურების გავლა სჭირდება, რაც შეიძლება გაიწელოს.

 

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია “არა გაზპრომს” დასრულდა
შემდეგი სტატიაკიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო