ნაძალადევში ავარიას 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა – ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ცნობებით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა გარდაცვლილის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიააშშ-ში “ოცნების” ელჩი რუსულ ბანკებში ფულად დანაზოგს და მოსკოვში ბინას ფლობს