ნაძალადევის რაიონში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კაპიტალური შეკეთება. ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 428 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა