ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზების რეაბილიტაცია

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება.საგზაო სამუშაოები ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. N32, 32ა, 33 და 33ა კორპუსებთან მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზეასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1<600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას.რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა. საგზაო სამუშაოები ხვალამდე დასრულდება და ამ კორპუსებში მცხოვრები 240 ოჯახი კეთილმოწყობილი გზითი სარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამბიუჯეტიდან 110<000 ლარი გამოყო

banner
წინა სტატიაშიბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო