ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა. სპორტულ შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ.
გამარჯვებული გუნდები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დააჯილდოვა.
,,თბილისში პირველად, ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც რვა გუნდი ასპარეზობდა. ვულოცავ გამარჯვებას ფინალში გასულ გუნდებს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ აქტივობებში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვიშის რაგბის განვითარებას და სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული გავხადოთ“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ქვიშის რაგბის ტურნირი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა
შემდეგი სტატიაძალიან კმაყოფილი დავრჩი – ეს არის მათი რეკომენდაცია, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ – ალასანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე