ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ოთხივე მისამართზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ორი რეაბილიტირებული მოედანი სანზონის დასახლებაში მდებარეობს: გურამიშვილის გამზირი N39-ში და გუდამაყრის ქუჩა N5-ის მიმდებარედ. აღნიშნული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს, ახალგაზრდებს მოწესრიგებული სივრცეები ჰქონდეთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ამ ეტაპზე, ოთხი მოედანი რეაბილიტირდა სრულად. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ოთხი მოედნის სრული რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის დაზიანებული ელემენტები კიდევ შვიდ მინი სტადიონზე შეკეთდა. ჯამში, 11 მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 214 000 ლარი დახარჯა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა მეხანძრე – მაშველებს – გმირი ხარ, როცა შეგიძლია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო
შემდეგი სტატიაგოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ