ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება.

N47 კორპუსის მიმდებარედ ახლით იცვლება როგორც წყალსადენის, ისე წყალარინების ქსელი, N48 და 49 კორპუსებთან კი წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სამივე კორპუსში 466 გრძივი მეტრი შიდა და გარე ქსელი შეიცვლება, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ამ პროექტით 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. სრულად იცვლება დაზიანებული კომუნიკაციები, შემდეგი ეტაპი კი ასფალტის საფარის დაგება იქნება. კორპუსის მიმდებარედ გზა მთლიანად რეაბილიტირდება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

banner
წინა სტატიაში512 კილოგრამი უაქციზო თუთუნის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ევროკავშირის ქვეყნები აღიარებენ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას