ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 29, 2020 14:11

ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა.

სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ორივე კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეხვდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი მილები ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პროექტების განხორციელებით, არსებული პრობლემა 68 ოჯახს მოუგვარდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 88 840 ლარი გამოყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 29, 2020 14:11

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics