დღეს, 19 ივნისს, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N84-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 19 ივნისს 9:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, დადიანის მე-2 მიკრორაიონს, გვაზაურის, ილურიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, გობრონიძის, ალექსი მესხიშვილის, კახიანის, ურიდიას, ხევისუბნის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთის, ახალდაბის, ერისთავის, ღრმაღელის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, ქავთარაძის, მანჯგალაძის, ლალიონის, ვეშაპურის, ლომთათიძის, ჯავის, ჭიჭინაძის, ხიმშიაშვილის, იმერეთის, ქვიშხეთის, არბოს, ერწოს, ლიახვის, გუდამაყრისა და მიმდებარე ქუჩებს. დაიდიანის, ასკურავას, სურგულაძის, მიქაუტაძის, გომბორის, ლეჩხუმისა და ჩარგლის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.