ნაძალადევის მე-18 უბანზე „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია“ აღმოაჩინეს -საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მორიგ საარჩევნო დარღვევაზე საუბრობს.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით ნაძალადევის მეთვრამეტე უბანზე მოიპოვეს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე.

“საიას დამკვირვებელმა ნაძალადევის მე-18 უბანზე მოიპოვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია“, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა საარჩევნო უბანზე. სიის გადამოწმების შედეგად საიამ გამოავლინა ფაქტი, როდესაც ამომრჩეველი მისი თანხმობის გარეშე აღმოჩნდა სიაში.

საია ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში საუბრობდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებდნენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავდნენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. აღსანიშნავია, რომ სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება ამომრჩევლის თანხმობის გარეშე აკრძალულია” – აცხადებს საია.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამომრჩევლისათვის ფულის მიცემის ფაქტი არ დადასტურდა”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან არჩევნების დღეს დაიხია