,,ნადვილად ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის, ეს, რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა”

ნადვილად ვერავინ დამასწრებდა, რომ მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის არჩევნებში გამარჯვება, ეს, რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა, რამაც მმართველი გუნდის გამარჯვება განაპირობა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც გუშინ მოვიდა არჩევნებზე და მხარი დამიჭირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მერწმუნეთ, მადლობა მინდა გადავუხადო მთელ ჩემს გუნდს, რომელიც მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ღირსეულად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, ღირსეულად ჩააბარა ეს არჩევნები. დიახ, ღირსეულად ჩააბარა და რომ არა ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენ ჩვენ გუშინ ვიხილეთ როგორც თბილისში ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მერწმუნეთ, არჩევნების შედეგები სულ სხვა იქნებოდა. გუშინ იყო უპრეცედენტო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საარჩევნო უბნებზე აკონტროლებდნენ ყველა მიმსვლელეს, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას. ძალით მოყვანილი ხალხი არჩევნებზე, ჩვენი ამომრჩევლების დაშინება, რომ ისინი არ მისულიყვნენ არჩევნებზე და არ მოეცათ ჩვენთვის ხმა. ყველაფერმა საბოლოო ჯამში მოგვცა ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს. მგონი თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც არ სჯერათ იმ შედეგის, რომელიც დაიდო, ვინაიდან ყველანაირი ინდიკატორი იყო იმისთვის, რომ მეორე ტური დანიშნულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ მართლაც დაიწერა ის შედეგი, რომელიც ახლა ცესკოს ვებ-გვერდზე დევს.

მე ნადვილად ვერავინ დამასწრებდა, რომ მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის არჩევნებში გამარჯვება ეს, რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა. მე ნადვილად ვერ დავიწყებ ახლა, ენის მოჩლექვით საუბარს, ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ მე მეორე ადგილი დამიწერონ ან ა.შ. იმიტომ რომ ვთვლი, ის პოლიტიკური ვაჭრობა რომლიც ახლა არის დაწყებული ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საერთოდ უღირსია და არ ვაპირებ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას. ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ოქმების გადასწორებ იმ კანონის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო ხელისუფლებამ და დაბარებულები არიან კომისიის წევრები და უკვე შეჯამებული ოქმების გადასწროება მიმდინარეობს, რომ ხელისუფლებამ მიუახლოვოს ის შედეგი, რომელიც ცესკოს აქვს გამოქვეყნებული. ბუნებრივია ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა არჩევნებმა. როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე და სამი თვის წინ განცხადება დავწერე პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ მივდიოდი პოლიტიკაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. გუშინდელმა არჩევნებმა დაგვარწმუნა, ის თუ რამდენად დიდ უსამართლობასთან გვაქვს ამ ქვეყანაში საქმე, ამიტომ დღევანდელი დღიდან გაათმაგებული მოტივაცია მაქვს, რომ სწორედ ამ უსამართლობას ვებრძლო. ეს ბრძოლა არ დასრულება, დღეიდან იწყება და აუცილებლად გამაჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვისაც აქვს იდეები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის – ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არა მტრები”
შემდეგი სტატია48.61% – “ქართული ოცნება”, 27.05% – “ნაციონალური მოძრაობა” – ქუთაისში ყველა უბანი დათვლილია