“ნადვილად სასაცილოა”- ალეკო ელისაშვილი მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს და მათ “სასაცილოს” უწოდებს.

ელისაშვილი პროკურატურას ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს და ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ დღევანდელ სტატიასთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ნადვილად სასაცილოა, მე რა შუაში ვარ ამ მიმოწერასთან. გზაში ვიყავი და ფეისბუკში ვნახე ეს ამბავი. პროკურატურამ გამოიძიოს და დაადგინოს ავთენტურია არაა ავთენტური, შემდეგ წავიდეს საგამოძიებო პროცესი, დაკითხონ ის ბიჭები, ვინც ასეთ რაღაცას ამბობს და გაირკვეს ეს ყველაფერი,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სწორედ ამის გამო ქართული გაზეთი დღეს არარეალურ მიმოწერას აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიმაო ძედუნის მოოქროვილი გიგანტური ძეგლი სამი დღის შემდეგ დაშალეს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ ქართველი სამხედრო ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვა