ნადირაშვილი:უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების შეწყვეტის პროცესს ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცახდება აქვთ დაწერილი, ისედაც არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს.
ნადირაშვილმა აღნიშნა , რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა საბოლოოდ ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ. ჩრდილოკორეულ პარლამენტს.
„ეს არის ფორმალური საკითხი, იმიტომ, რომ ისედაც ის დეპუტატები, ვისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაც უნდა დადგეს, მაინც არ ესწრებიან სხდომებს და ხმამაღლა აქვთ გაცხადებული, რომ არ თვლიან თავს პარლამენტის წევრებად.
ამიტომ, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა, ქართული ოცნება ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ადამიანებს, ვისაც მანდატის დათმობა აქვს გადაწყვეტილი, ძალით არ უწყვეტს უფლებამოსილებას, აქვთ ორმაგი სტანდარტი, როდესაც ვნახეთ, რომ გახარიას შეუწყვიტეს მანდატი, პატრიოტთა ალიანსის რამდენიმე წევრს, სადაც გარიგება და მოლაპარაკება იყო, შეუწყვიტეს მანდატი და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ამ სესიის შემდეგ, როდესაც უკვე უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის წევრებს, ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის