ნადირაძე: ერთადერთი, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ არ იცნობთ მიშა სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას,მის  შიმშლობასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას მაია ნადირაძე  ეხმაურება. ნადირაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ებრძვის მთავარს, სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს:

“ჩემთვის ეს ძალიან დამთრგუნველია, არა მარტო იმიტომ, რომ მე ვიცნობ მას და ვიცი, როგორიც არის. თავისთავად მგონია, რომ ყველაზე მთავარ სიმბოლოს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს ასამარებენ, უნდათ რომ ეს სიმბოლო ამოგვაცალონ მეხსიერებიდან…

ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ არ იცნობთ მიშა სააკაშვილს. იმდენი უჩლიქა ენა და ელოლიავა ამ რაღაცნაირ გაშუალებულ საზოგადოებას, რომ ამათ გადაწყვიტეს რომ მიშაც თავისნაირია. მიშა გაუძლებს იმაზე მეტს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მიშა გააკეთებს იმაზე უცნაურს, ვიდრე თქვენ ოდესმე წარმოგიდგენიათ. გაანებეთ თავი მის განსჯას, საკუთარი შესაძლებლობებიდან”- ამბობს მაია ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია
შემდეგი სტატიააქციას პატრიარქის ოჯახის წევრები შეუერთდნენ