ნადირაძე – ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას

ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას, რომელსაც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე. 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაძის შეფასებით, არჩევნების მმართველი პარტიის მიერ მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში. არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება. სამაგიეროდ, კვლავ ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე ხელისუფლება და ქვეყანა კვლავ სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპული შემოსავლები და კეთილდღეობა“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს
შემდეგი სტატიასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა