ნადირაძე – 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, „რუსული კანონი“ იქნება

სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში. მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს „რუსული კანონი“ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიდასავლური“ კანონი გაწეული იქნება და ქვეყანა ევროპულ რელსებს დაუბრუნდება.

„ამ ქვეყანაში სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს, არცერთ ინსტანციაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით მინიმალურია, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც გაწვეული იქნება, ეს იქნება „რუსული კანონი“. ამიტომ ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და რუს ოლიგარქ ივანიშვილს. ყველა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური კანონი იქნება გაწვეული და ქვეყანა დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, ევროპულ გზაზე. ქვეყანაში იქნება ყველა ის საშუალება და ბერკეტი, რომელიც წინ ევროპისკენ სწრაფად წაგვიყვანს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – რატომ იყო შუშის სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? ჩვენ ვნახეთ შეშინებული კერპის გამოსვლა
შემდეგი სტატიაკალაძე – სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელია