ნადირაძე – 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას, არამედ ხალხის პრობლემებს მოაგვარებს

26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს.

„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე დაჯდეს და 2008 წლის ომზე გვალაპარაკოს, რომელზეც პასუხი გაცემული აქვთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე და იმაზე, რომ ძალიან მალე, 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პერიოდში დაგროვდა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიფარულავა – 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტი – უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს