ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერ რეზოლუციას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერ რეზოლუციას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის   შესახებ

 

 

ვითვალისწინებთ რა, ქალბატონ ნადია სავჩენკოს, უკრაინელი დეპუტატისა და სამხედრო პილოტის, წინასწარი დაკავების მიზნით 2014 წლის ივნისიდან მისი საპატიმროში ყოფნის ფაქტს;

ვითვალისწინებთა რა, მის უკანონო გადაყვანას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის მიზნით;

მაშინ როცა, რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება დააკავოს, დააპატიმროს, ბრალი წაუყენოს ან გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის;

ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც ნადია სავჩენკოს სასჯელის სახით მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ვითვალისწინებთ რა, შიმშილობით გამოწვეული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს, რომელიც 34 წლის ქალმა თავისი უკანონო პატიმრობისთვის პროტესტის ნიშნად დაიწყო;

მხედველობაში ვიღებთ, 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხს, ყველა მძევლისა და იმ პირთა გაცვლის შესახებ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში;

აღვნიშნავთ, რომ 2015 წლის იანვრიდან, ქალბატონი სავჩენკო სარგებლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტით – იმუნიტეტით, რომელიც არ იქნა    გაქარწყლებული   დაკავებულის    მიერ    –   და   რომ,    რუსეთის    ფედერაცია,  როგორც

„პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროპის საბჭოს ზოგადი შეთანხმებისა“ (1949 წლის 2 სექტემბერი) და მისი დამატებითი ოქმების (1952 წლის 6 ნოემბერი) მხარე, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას;

მხედველობაში ვიღებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და პოლიტიკური ორგანიზაციების არაერთ მოწოდებას ქალბატონ სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს 2034 (2015) და 2063 (2015), ევროპარლამენტის რეზოლუციას „ნადია სავჩენკოს საქმე“ (2015 წლის    30

 

აპრილი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციაში მყოფი მოტაცებული და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ“ (2015 წლის 9 ივლისი);

ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სხვა უკრაინელი მოქალაქეების უკანონო დაკავების საქმეებს;

 

 

საქართველოს პარლამენტი  მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის  ხელისუფლებას: 

  1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას;
  1. არ დაუშვას ქალბატონი სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევის, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევისაგან;
banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილმა პარტია დატოვა