ნადია სავჩენკომ ისევ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

ნადია სავჩენკომ ისევ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტის უკიდურეს ფორმას უკრაინელმა პილოტმა განაჩენის ძალაში შესვლისთანავე მიმართა. სავჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფრომაცია მისმა ადვოკატმა გაახმაურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

მშრალი შიმშილობის დაწყებით ნადია სავჩენკო ჯერ კიდევ სასამართლო პროცესზე დაიმუქრა, როდესაც მოსამართელმ მას 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი რუსეთის სასამართლომ 10 დღის წინ გამოაცხადა.

სავჩენკოს 10 დღიანი ვადა ჰქონდა მისი გასაჩივრებისთვის, თუმცა ეს უფლება მან არ გამოიყენა. უკრაინელი პილოტი რუსეთის სასამართლოს არალეგიტიმურად ცნობს და იმედი აქვს, რომ უკრაინული მხარე მას სხვა პატიმარზე გადაცვლის. მედიის ინფორმაციით, ამ თემაზე კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიC ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: “დაიკითხოს ზუგდიდის ვიცე-მერი”