ნადეჟდა სავჩენკოს დამ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინა

უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული რადას დეპუტატისა და უკრაინის გმირის წოდების მქონე მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს დიდ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აღმოაჩინეს.
ინფორმაცია ბომბის აღმოჩენის შესახებ, თავად ნადეჟდას დამ – ვერა სავჩენკომ ტელეკომპანია ,,ზიკ,,-ის ეთერში გაახმოვანა.
,,თუ ჩემი მანქანით გარკვეულ სიჩქარეს გადავაჭარბებდი, ბომბი ამოქმედდებოდა,, აცხადებს ვერა სავჩენკო. რომელიც აღნიშნავს, რომ, მანქანაში ბომბი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ის მან ტექდათვალიერებაზე მიიყვანა.
,,ხელისუფლება უკრაინაში უზურპირებულია პოროშენკოს მიერ და იშორებენ ყველა კონკურენტს, ამიტომ  დარწმუნებული ვარ ჩემი და პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს,, აცხადებს ნადეჟდა სავჩენკოს და.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: “კანონპროექტის ძირითადი მიზანი როგორც სკოლებში ისე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებაა
შემდეგი სტატიასოხუმში საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო