ნადეჟდა სავჩენკო: ომი დონბასში უკრაინამ დაიწყო

უკრაინის რადას უფრაქციო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ დონბასში ომი უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო.

პოზნანაში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინელი პოლიტოლოგი ალექსეი გოლუბოცკი, რომელიც აცხადებს, რომ სავჩენკომ ამჯერად პოლონეთში შეარცხვინა უკრაინა… ,,სავჩენკომ უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების დროს გამოავლინა საშინელი არაკომპეტენტურობა… ჯერ გადასახადების თემაზე დაიწყო საუბარი, თუმცა ისე დაიბნა, რომ მალევე სხვა თემაზე გადაერთო და საოლქო და სახელისუფლო ადმინისტრაციების შესახებ უნდოდა მსჯელობა… თუმცა უცებ ,,მოუხვია,, და უკრაინის პრეზიდენტს ,,ბოროტება,, უწოდა.. ხოლო დონბასში ომის გამჩაღებლად უკრაინის ხელისუფლება დაასახელა. ეს შეხვედრა ჯამში კრემლის თეზისების ტრანსლაცია იყო, როგორც მას ჩვევია, თუმცა ამჯერად პოლონეთთან შეგვარცხვინა და ქვეყნის ინტერესები ოდნავ დაასუსტა ,, აცხადებს უკრაინელი პოლიტოლოგი.

banner
წინა სტატიაშიჩირაღდნებით მსვლელობისას კიევის ქუჩებში 4 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი მერაბიშვილი