,,ნადეჟდა სავჩენკო მთლად ნორმალური არ უნდა იყოს…,,

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2016 22:25

,,ნადეჟდა სავჩენკო მთლად ნორმალური არ უნდა იყოს…,,

savchenkoრუსების მიერ დონბასის ტერიტორიაზე ტყვედ აყვანილი და ტყვეობიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ დახსნილი, უკრაინის გმირად გამოცხადებული და რადაში გადეპუტატებული, უკრაინელი მფრინავი ქალის – ნადეჟდა სავჩენკოს ნორმალურობაში ბევრ უკრაინელს უკვე ეჭვი ეპარება…
სავჩენკო უკრაინაში რუსების ტყვეობიდან როგორც ეროვნული გმირი დაბრუნდა და ის უკრაინის პარლამენტის დეპუტატიც გახდა… თუმცა ტყვეობიდან დაბრუნებული სავჩენკოს მოქმედებები და პოლიტიკური განცხადებები, როგორც უკრაინის რადას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მედიის ტრიბუნებიდან, ბოლო დროს არაორდინალურობის საზღვრებს გასცდა და არანორმალურობაში გადაიზარდა… ასე თვლის უკრაინაში უკვე ბევრი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ბლოგერი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.
სავჩენკოს ,,არანორმალურობა,, კიდევ ერთი პუნქტით წინ წაწია ევროპარლამენტში გაკეთებულმა მისმა განცხადებამ, სადაც ის ევროპარლამენტის წევრებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ გადავიდა თვითნებურად ,,რამდენიმე დღის უკან დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,, და მისი მძევლად აყვანის ოპერაციაში მონაწილე ბოევიკებს შეხვდა და ესაუბრა… ამ განცხადების შემდეგ უკრაინის უშიშროებამ სასწარფო წესით დაკითხა რადას დეპუტატი სავჩენკო და მას, როგორც დეპუტატს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა შეუჩერეს.
სავჩენკოს მიერ ევროპის ტრიბუნიდან გაკეთებული შოკისმომგვრელი განცხადებისა და მისთვის სახელმწიფო შეზღუდვის დაწესებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინულ ტელეარხ ,,1+1,,-ში უკრაინის გმირად წოდებულმა ყოფილმა მფრინავმა კიდევ უფრო შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა…
,,რაც შეეხება ძლიერ უკრაინულ დიპლომატიას… ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ პეტრ პოროშენკომ უბრალოდ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიქტორ იანუკოვიჩს და თავისი სავარძელი უნდა დაუთმოს მას,, განაცხადა სავჩენკომ.
სავჩენკოს ამ განცხადებამ თოქშოუს წამყვანიც აღაშფოთა და მან ასე მიმართა რადას დეპუტატს… ,,თქვენ გინდათ უკრაინაში მოიწვიოთ ადამიანი, რომელმაც მაიდანზე ადამიანების დახვრეტის ბრძანება გასცა?! მე ვთვლი, რომ ასეთი განცხადებები თოქშოუს ფორმატშიც კი დაუშვებელია,, უპასუხა ტელეწამყვანმა სავჩენკოს. მართალია სავჩენკო მოგვიანებით შეეცადა, რომ მისი განცხადება გადატანითი მნიშვნელობით განეხილათ, მაგრამ ამან, მისი განცხადებით გამოწვეული შოკისმომგვრელი და უარყოფითი ეფექტი უკრაინელ მაყურებელში უკვე ვერ გაანელა.
უკრაინელების ნაწილი შორსაა იმ აზრისაგან, რომ სავჩენკო ტყვეობის დროს რუსებმა ,,გადაავერბოვკეს,, მაგრამ, ,,მის თავში რომ ყველაფერი რიგზე არაა,, ამაში ისინი დარწმუნებულნი არიან.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2016 22:25