ნადეჟდა სავჩენკო ციხიდან გაანთავისუფლეს

წუხელ გვიან, უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო და ორგანიზაცია “ოფიცრების კორპუსის” ხელმძღვანელი ვლადიმირ რუბანი ციხიდან გაანთავისუფლეს. თითქმის ერთი წელი ციხეში ყოფნის შემდეგ მათ პენიტენციალური სისტემა დატოვეს. ბროვარის საერთაშორისო სასამართლო – უკვე მერვეა წლის დასაწყისიდან, სადაც სავჩენკო-რუბანის რეზონანსული საქმე განიხილებოდა.

ხუთშაბათს, 12 აპრილს, კიევის სააპელაციო სასამართლომ ბროვარის სასამართლოს გადასცა საქმე, მეორე დღეს კი სხდომა უნდა დაწყებულიყო, სადაც ეჭვმიტანილებისთვის პატიმრობის ვადა უნდა გაეგრძელებინათ. წინასწარი პატიმრობის ვადა 15 აპრილს იწურებოდა.
სავჩენკოსა და რუბანის ადვოკატებმა ამით ისარგებლეს, და პროცესი გაწელეს. 13 აპრილს ისინი სასამართლოზე არ გამოცხადდნენ და ეს იმით ახსნეს, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული. 15 აპრილს კი მხოლოდ სადილის შემდეგ გამოჩნდნენ და მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობებით მიმართეს. “ჩვენ დაშვებული მეთოდები გამოვიყენეთ და ამით სასამართლოს რეგლამენტში დარღვევებზე მივუთითეთ” – ეჭვმიტანილების ადვოკატებმა “დოიჩე ველეს” განუცხადეს.

საბოლოოდ, სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებმა საკუთარი შუამდგომლობის წაკითხვა ვერ მოასწრეს, რომელიც პატიმრობის ვადის გაგრძელებას ეხებოდა. ამიტომ, შუაღამით, მოსამართლეთა კოლეგიამ ორივე ბრალდებული, რომელთაც ტერაქტის ორგანიზებაში ედებათ ბრალი, გაანთავისუფლა.
საქმის განხილვა 7 მაისს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშინინო გოგოუაძე – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს
შემდეგი სტატია7 ნოემბრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილი დაიკითხა