ნადეჯდა სავჩენკო კიევშია-პირველი ფოტო

1sevchenkoნადეჟდა სავჩენკო თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოვიდა. მას დედა, და და უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დახვდნენ. ნადეჟდა სავჩენკომ აეროპორტში ჟურნალისტებთან ხალხს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმ დედებს, რომელთა შვილები რუსეთის ციხეებში ზიან, ის კი თავისუფლებაზეა, რომელთა შვილები დაიღუპნენ, ის კი ცოცხალია. მან ბოლომდე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მზაობა გამოთქვა იბრძლოს უკრაინისათვის.
ნადეჟდა სავჩენკო 708 დღე იჯდა რუსეთის ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა. სავჩენკოს რუსეთმა 22 წელი მიუსაჯა რუსი ჟურნალისტების მკვლელობისთვის და საზღვრის უკანონო დარღვევისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ნადეჟდა სავჩენკო შეიწყალა.

banner
წინა სტატიაში“ქუთაისში სიარულზე დრო რომ არ დახარჯონ, წავიდნენ პირდაპირ თბილისში”
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა