ნაცვლიშვილი: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ ნულოვანი ინფორმაცია გვაქვს. ოთახში ჩაიკეტებიან, საერთოდ დარწმუნებული ხართ, რომ პანდემიის მართვაზე მსჯელობენ? რატომ უნდა დავიჯეროთ ან არ დავიჯეროთ მათი? ეს უნდა იყოს საჯარო. საკოორდინაციო საბჭოს ევალება, რომ მისი გადაწყვეტილებები სულ მცირე ოქმდებოდეს და იყოს გამჭვირვალე. დღეს არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ საბჭო, როგორც კოლექტიური ორგანო, ასე ფუნქციონირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, შეიცვალოს საბჭოს შემადგენლობა და მის შემადგენლობაში შევიდნენ ჯანდაცვის სისტემის მენეჯერული მართვის მცოდნე პირები, ასევე უნდა შევიდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ საჯარო პოლიტიკის გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპოზიცია.

თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ომში ვართ, მარტო მათი ომია და მერე როგორ ომობენ? საბჭო უნდა გახდეს საზოგადოების ფართო წარმომადგენლობითი. ამასთან, რაც არ უნდა კარგი ხალხი შევიდეს, თუ ისევ დახურულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, შეიძლება ხარისხი ამაღლდეს, მაგრამ არსებითად რა შეიცვლება. განვიცდიდით ინფორმაციულ შიმშილს, რომ რაღაც ახალ რეჟიმზე რომ გადავედით, რატომ გადავედით. არ გვაქვს წვდომა არგუმენტებზე, რაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიGDI: მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა
შემდეგი სტატიავოლსკი: „ნაცმოძრაობა“ არავის წინ წაწევას არ აპირებს