ნაცვლიშვილი – თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა

„რასაც თქვენ გვიყვებოდით, ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, ასევე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელების მიმართ, საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მძიმე ვითარება რომ არის ამ დარგებში და კონკრეტული მაგალითებია ამის, ვისი ბრალია ეს? თქვენ ბრძანეთ, შესაძლოა გელათის სახურავის აღება მოგვიწიოს, მძიმეა და ესააა მთავრი გამოწვევაო. მთავარი გამოწვევა ეს კი არ არის, მთავარი გამოწვევა არის არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რაც თავად დაადასტურეთ ამ დარბაზში, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ხდებოდა. გეკითხებით, სად არის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს სამთავრობო გუნდმა, ეს გუნდი არ აყენებს ამ პასუხისმგებლობას, ანუ თანამონაწილეობს ამ ყველაფერში. პასუხისმგებლობა ასევე უნდა დააყენოს პროკურატურამ და სასამართლომ და ორივეს რეფორმირებაში თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გქონდათ. ანუ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში არცერთი სტრუქტურა არ მუშაობდა. ამიტომ დაგხვდათ კულტურაში ასეთი მძიმე მდგომარეობა. სად არის პასუხისმგებლობა? არ არის. კარგია, როდესაც კვალიფიკაციაზე საუბრობთ და მოითხოვთ ხუროსგან, რომ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს, მინისტრებსაც, დეპუტატებსაც და პრემიერ-მინისტრსაც მართებს კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერება. კონკრეტულ კითხვაზე გელათთან დაკავშირებით მაინც ვერ მივიღე პასუხი, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ პროცესი, რომელიც იტალიელების დასკვნის კვლადაკვალ მართლაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არ ახსენებთ ინგილისელების დასკვნას, რომლებაც მძიმე რაღაცები დაწერა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვინაიდან საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მინდა წარმატება გისურვოთ იმიტომ, რომ თქვენი წარმატებით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა გადარჩება. მაგრამ მაქვს უნდობლობის მიზეზი – რისი წარმატებით რესტავრაციაც მოახდინეთ, ესაა სასამართლოში კლანი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ინიციატივების ახალ პაკეტზე მუშაობს