ნაცვლიშვილი: რუსული კანონის და ხელისუფლების პირობებში, EU-თან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება

“ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. რუსული კანონი არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოს ევროპულ გზაზე. ამიტომ, კანონი უნდა იყოს გაწვეული და ასევე, თქვენ იცით, რომ ამ წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება – საქართველოს დაეწყო წევრობაზე, არა კანდიდატობაზე, წევრობაზე მოლაპარაკებები გაეხსნა ევროკავშირთან. რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების პირობებში, მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და ასევე, ეტყვის არას რუსულ ხელისუფლებას”,-განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე
შემდეგი სტატია,,სანამ წასულებად მოგვიხსენიებენ ავწიოთ ბებერი ტაკუნები და დავუდგეთ ჩვენ შვილებს – წინ არა – უკან” – ირინა სარიშვილი