ნაცვლიშვილი – პრემიერი პარლამენტში სადღეგრძელოებით თუ მოვა, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან

„ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ პრემიერმა დღევანდელი ანგარიშის წარდგენისას უნდა თქვას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

„საპარლამენტო კონტროლი იმას გულისხმობს, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამსახური უნდა გააკონტროლოს. იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა. ეს თუ იქნება ზეპირსიტყვიერი სადღეგრძელოები, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან. ველოდებით, რა სტანდარტს მოიტანს გაკეთებული საქმეების. ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს და ცხადია, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში