ნაცვლიშვილი: ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, შევჯერდებით სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე

“ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ და ფაქტია, რომ ქართული ოცნების თავხედური მოქმედებებით ისინი ცდილობენ, რომ ეს სურათი შეცვალონ. ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, შევჯერდებით სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე. ამ წუთისთვის შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არავინ აპირებს, შეეგუოს ივანიშვილის თავში მოხარშულ სცენარს იმის შესახებ, როგორ ხდება დემოკრატიული პროცესის მოხრჩობა საქართველოში.

ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც დაშინების, მოსყიდვისა და სხვა მასშტაბური დარღვევების ფონზე ჩატარდა.”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა გია ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი