ნაცვლიშვილი – მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება

მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ ჰგონია.

„ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ მგონია. რა თქმა უნდა, ეს საკითხია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არ მგონია. მეორე მხრივ, ვიტყოდი, რომ როგორც ესენი საუბრობენ, ისეთ პასუხებს იღებენ იქიდანაც. რა თქმა უნდა, არც ამათი ტონი მომწონს. მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება.

რაც შეეხება ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას, ძალიან ბევრი ფქტორია, რის გამოც შესაძლოა, ამ საკითხზე იყოს მოთხოვნა, ფიქრიც და საჭიროებაც, მაგრამ თუ რამისთვის უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვს ჩადენილი. რასაკვირველია, უკრაინასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ მართული მთავრობის პოზიციები ძალიან ხშირად არის სამარცხვინოც და პრობლემურიც, მაგრამ სახელმწიფოს მიტაცება არის მთავარი საკითხი, რის გამოც ეს ადამიანი სანქცირებას იმსახურებს. იმ გადაგდებების გამო, რომელიც მან აკადრა ქარველ ხალხს და იმ ტყუილების, მათ შორის წინასაარჩევნი დაპირებების გამო, რომელიც არ შეასრულა. პორველ რიგში, ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და სწორედ ამის არშესრულების გამო უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის, მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს
შემდეგი სტატიაევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება