ნაცვლიშვილი კობა გვენეტაძეს – ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები

დღეს ამ ტრიბუნასთან, ან უნდა თქვათ, რომ ვერ ასრულებთ კანონით პირადად თქვენზე და ეროვნულ ბანკზე დაკისრებულ მოვალეობას ფასების სტაბილიზაციის შესახებ, ან უნდა ისაუბროთ სრული სიმართლე და თქვათ, თქვენთან ერთად, ვინ იზიარებს ამ პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაში. ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები ამ ქვეყანაში და გაიღვიძებენ მშივრები, – ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს.

ანა ნაცვლიშვილმა კობა გვენეტაძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა იმ თანამდებობის პირების სახელები და გვარები, ვის გამოც დღეს „კატასტროფული ვითარებაა“ ქვეყანაში.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობასა და პანდემიას ბრალდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე კობა გვენეტაძეს: ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე: არ ვაპირებ გადადგომას