ნაცვლიშვილი – ყველა კარგად ხედავს ხელისუფლების აშკარა და თავხედურ მცდელობებს დაარღვიოს შეთანხმება

სენატის რეზოლუცია არის უმნიშვნელოვანესი გზავნილებით დატვირთული – ყველა კარგად ხედავს ხელისუფლების აშკარა და თავხედურ მცდელობებს დაარღვიოს შეთანხმება, – ასე ეხმიანება “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან სენატის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

მისი თქმით, რეზოლუციაში მკაფიო მოწოდებაა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ მისცემს “ქართულ ოცნებას” საშუალებას დაარღვიოს შეთანხმება შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე.

„ახლა საქართველო დგას გზაგასაყარზე და ძალიან მკაფიო, ნათელ, კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი ისტორიული, ყველაზე ერთგული და გონიერი მეგობარი, რომელმაც ეს მეგობრობა საქართველოს დაუდასტურა ყველა კრიზისის დროს. მოწოდება რომ ქვეყანამ უნდა იაროს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტუმენტი ოპოზიციის ხელში და ამაშია მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა აქტორმა გამოიყენოს შეთანხმება, როგორც ინსტრუმენტი, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება იაროს ამ გზით. ეს არის რთული და სწორი გზა იმ სისტემური რეფორმების გატარების, რომელიც სჭირდება ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა ამოიყვანოს ჭაობიდან და დააბრუნოს დემოკრატიულ სამყაროში. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ყველა კარგად ხედავს ხელისუფლებას აშკარა და თავხედურ მცდელობებს დაარღვიოს შეთანხმება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელს იძულებით ვერ მოვაწერინებთ
შემდეგი სტატიაკობახიძე – „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს 19 აპრილის შეთანხმებას