ნაცვლიშვილი – ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაკარგა სახე, როცა ისე დაამცირა საკუთარი მოქალაქეები

“ქართული ოცნების” ხელისუფლების დასრულება არის დაწყებული, ეს პროცესი არის შეუქცევადი და ეს იქნება ბოლომდე მიყვანილი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

“ნათელია, რომ ხელისუფლების ცვლილება არის გარდაუვალი და ამის მრავალი ნიშანია სახეზე, დაწყებული არჩევნების შედეგებით, ძალიან ღია გზავნილით, რომელიც “ქართულ ოცნებას” საზოგადოებამ გაუგზავნა, გაგრძელებული საზოგადოებრივი განწყობებით, გაგრძელებული იმით, რაც გუშინ ხდებოდა მიტინგზე, იმით, რასაც ნახავს საზოგადოება მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების დასრულება არის დაწყებული, ეს პროცესი არის შეუქცევადი და ეს იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამავე, დროს ხაზგასმით ვიტყვი, ის დაპირება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, რჩება ძალაში და ეს იქნება სწორედ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ამას ჰქვია კოალიციური მმართველობა,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ აქციის მონაწილეთა კოლონების დახვედრის ფაქტს და აღნიშნა, რომ “უკიდეგანოდ სარცხვინო იყო ხელისუფლების რეაქცია”.

“სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაკარგა სახე, როცა ისე დაამცირა საკუთარი მოქალაქეები, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, რომ ცოცხი დააჭერინა ხელში, ეს რეაგირება მათი მხრიდან არის დამარცხების ნიშანი,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ კუჩმა სააკაშვილზე – მსურს, ის ხელისუფლებამ დაინახოს არა მოწინააღმდეგედ, არამედ უნიკალური რეფორმების არქიტექტორად
შემდეგი სტატიაელისაშვილი – გუშინ მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე