ნაცვლიშვილი – კანონში სიახლეები ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ შევჯერდეთ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კარგ კანდიდატზე

ძალიან რთულია ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც გვიწევს მოქმედება, თუმცა ვფიქრობ, კანონში, მათ შორის მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიღებული სიახლეები ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მოხდეს კარგ კანდიდატზე შეჯერება, ვიდრე წინა კანონი ქმნიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი უნდა ჩატარდეს ისე, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები კანდიდატების სანდოობასთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციაში პრეზიდენტთან არსებული საბჭოს დონეზეც და მთლიანად, ცესკო-ს შერჩევის პროცესიც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფუძნებოდეს მერიტოკრატიას ან კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებას და არა რაიმე სხვა ნიშანს. შესაბამისად, ეს იქნება ის კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება პროცესი, რომელიც წარიმართება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდეს ისე და ეს უნდა უზრუნველყოს შექმნილმა კომისიამ და თავად პრეზიდენტმა, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები კანდიდატების სანდოობასთან დაკავშირებით.

ძალიან რთულია ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც გვიწევს მოქმედება, თუმცა ვფიქრობ, კანონში, მათ შორის მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიღებული სიახლეები ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მოხდეს უფრო კარგ კანდიდატზე შეჯერება, ვიდრე წინა კანონი ქმნიდა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამას პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პირველივე ჯერზე მოვძებნოთ ფართო საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი კანდიდატი და არ გახდეს საჭირო მეორე და მესამე შერჩევის პროცედურა. გვინდა ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მის ირგვლივ მოხდება ფართო კონსენსუსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრაიდის ღონისძიებაზე დაკავებული რადიკალური ჯგუფის 23 წევრიდან 20 გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაანა აბაშიძე – მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი