ნაცვლიშვილი: იმედი მაქვს, კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავებს

ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატები წარედგინება.

„ის, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარეობის მიზნით კომისიას და როგორია იმ ადამიანების სია, ვინც ამ პროცესს ნდობა და ინტერესი გამოუცხადა, ეს მრავლისმთქმელი იქნება. ვხედავ, რომ ამ პროცესის მიმართ ძალიან ფართო ნდობა და მხარდაჭერა არ არის, ეს სამწუხაროა და ამაზე დაფიქრება გვმართებს. ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი და ფართო ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ პოზიციაზე კანდიდატობის სურვილს გამოთქვამდნენ. უნდა ვნახოთ პროცესი, როგორ იმუშავებს კომისია. იმედი მაქვს, კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავებს, შეარჩევს და პარლამენტს წარმოუდგენს კანდიდატებს შორის საუკეთესოს. მთავარი, რითაც ეს ადამიანები უნდა სარგებლობდნენ, არის მყარი ნდობა, რომელიც მათ მიმართ იარსებებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფში ან პარტიაში, არამედ ფართოდ საზოგადოებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობით, სპეციალური ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო