ნაცვლიშვილი – გიორგი გახარია არის „ქართული ოცნება 2“

ქვეყნის მთავარი პრობლემა არის თვალთმაქცობა, რომელსაც ახლა გიორგი გახარია მიმართავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„როდის ატყუებდა ქართველ ამომრჩეველს, როცა „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი, თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ მათ გაემიჯნა, დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თავად არის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი.

არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა-არკრიტიკა იყოს იმის მანიშნებელი, რომ გახარია რეალურად არ არის სხვა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ის არის „ქართული ოცნება 2“ თავისი არსით, გეგმით, წარსულითა და მომავლით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატიასაქსტატი – 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8 პროცენტით გაიზარდა