„ნაცმოძრაობისთვის“ ეს იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც ექნებათ რაღაც შედეგი, მაგრამ ისეთი არა, რომ ვინმეს ამნისტია ეკითხებოდეთ”

ეს არის მოდელირებული მომავალი, როცა მათ გაიმარჯვეს, არიან გულკეთილები და აღარ აპატიმრებენ მოწინააღმდეგეებს, – ასეთი კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა გიგა ბოკერიას განცხადებაზე.

„ადამიანს აქვს ასეთ უნარი და ერთ-ერთი შესანიშნავი უნარია – წარმოსახვა. წარმოსახვას ბევრი კითხვა უწყობს ხელს და მინდა, შევახსენო ჩემა ძველ მეგობარს – მას წარმოსახვა გასავითარებელი აქვს. ეს ყველაფერი გავლილია. იმისთვის რომ მოიგო, არ არის საკმარისი ასეთი სახუმარო ტექსტებით ილაპარაკო. ამისთვის საჭიროა არჩევნებში სერიოზულად გამარჯვება“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, სერიოზულად დათვალოს თავისი წარმატება.

„ის არ იქნება გამარჯვებული. საწყენია, რომ ვერ ანგარიშობენ. მე არ მეწყინება. მე მიმაჩნია, რომ რახან სააკაშვილისგან გამიჯვნა ვერ მოახერხეს, ეს პარტია მიდის დასასრულისკენ. როგორც ჩანს, ეს იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც ექნებათ რაღაც შედეგი, მაგრამ ისეთი არა, რომ ვინმეს ამნისტია ეკითხებოდეთ“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ბოკერიას განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.

„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია – არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თერთმეტმა ტელეკომპანიამ წესის დარღვევით გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასაბურთალოს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორმა პარტია დატოვა