“ნაცმოძრაობის” წევრი საკრებულოში – უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ, მზად ვართ ბრძოლისთვის

საკრებულო არის ის ადგილი, სადაც უნდა განიხილებოდეს ქალაქის განვითარების საკითხი და მოქალაქეების კეთილდღეობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ. ჩვენ აქ საზოგადოების, მოქალაქების სახელით შემოვდივართ და ეს გაცნობიერებული გვაქვს. მზად ვართ იმ ბრძოლისთვის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო იქნება, ამისთვის გამოვიყენებთ კონსტრუქციულ და ყველანაირ მეთოდს”, – განაცხადა ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ერთპარტიული მმართველობის დასრულება ხალხის დაკვეთაა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო