„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორცხელში ხელისუფლება ვითარების ესკალაციისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე ხელისუფლება ვითარების ესკალაციისთვის ემზადება.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, საარჩევნო უბანთან „კუნთმაგარი ადამიანები არიან მობილიზებული“.

“არჩევნებს იგებს არა ძალა, არამედ ხალხი. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ხმების აღებაც და ხმების დაცვაც“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს 49-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კამერით გადაღებას აწარმოებენ
შემდეგი სტატია“აფხაზთა კრება” სოფელ ხურჩაში მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვს