ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

“თაიმერის” ინფორმაციით, ” ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს. 

გრიგოლ ვაშაძე

დაიბადა: 07.19.1958

განათლება:

1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.

1981 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.

1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: “Georgia Arts Management” და “Gregory Vashadze and BR”.

2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.

2008 წლის 6 დეკემბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად

2017 წლიდან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბწოს წევრი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 39 136 784 ლარს დახარჯავს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე ცესკო-ს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

აღნიშნული თანხიდან, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებისთვის გათვალისწინებულია 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 7 619 000 ლარი.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“მე არ მითქვამს როდის დავარტყამდით სირიას” – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაგერმანიამ და საფრანგეთმა სირიაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს