„ნაცმოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს

„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია.

„გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს.

უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად ახმეტაში ჩაიყვანეს
შემდეგი სტატიაკუჭავა ჟურნალისტებს – ირაკლი კობახიძე არის გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს