„ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი – მარნეულში „ოცნებამ” არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის ელდარ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულში „ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო.

“ჩვენ ამ არჩევნებზე, როგორც ყოველთვის, გავიმარჯვეთ. “ქართული ოცნება” ყოველთვის გვიყალბებდა არჩევნებს. გაგვიყალბეს ცემით, მუქარით, დაჭერით, ეს ყველაფერი თქვენც ნახეთ. მაჟორიტარობის კანდიდატი, კომისიის წევრები პარტიის წარმომადგენელს ცემდნენ, “გირჩიდან” ცენტრალური კომისიის წარმომადგენელი სცემეს, ამის შეფასებას ჩვენ არ ვიტყვით, ხალხი გააკეთებს.

ძირითადად, ე.წ. კარუსელს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ყიზილაჯლოდან მირეკავდნენ, რომ ადამიანები 2-3 ბიულეტენს აგდებენ, სადახლოში კი იმ ადამიანების ნაცვლად აძლევდნენ ხმას, რომლებიც საქართველოში არ იყვნენ. ამ ყველაფერზე საჩივრები დაწერილია. ერთ უბანზე ერთ ადამიანს ხმა 5-ჯერ რომ აქვს მიცემული, ამას გამარჯვება ჰქვია? ჩვენ ველოდებოდით მოგებას, რადგან ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რადგან მარნეულის მოსახლეობა სააკაშვილის მხარდამჭერები არიან”,- განაცხადა მუსტაფაევმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაკირკიტაძე – ცესკოს თავმჯომარემ ჟვანიაზე უარესი არჩევნები ჩაატარა