„ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ და რაც მათ რჩებათ არის ის, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ”

ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩატარებულიყო ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა ყველაფერი, რომ არჩევნებს ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიეღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ არჩევნებში დამარცხადა.

„საზოგადოებამ მეორე ტურში ძალიან მაღალი მონაწილეობით უთხრა უარი „ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას. საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკა და მათი მოქმედებები დაბრუნდეს. რაც შეეხება ამ პარტიის ლიდერების განცხადებებს შეკრებასთან დაკავშირებით, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ამ არჩევნებში ისინი დამაჯერებლად დამარცხნდნენ. მათ უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. ერთადერთი, რაც მათ რჩებათ არის ის, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ. საზოგადოება ხედავს, რომ შეკრება და მანიფესტაცია ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დაცული, თუმცა არავის არ მიეცემა საშუალება დესტაბილიზაციის მოწყობის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციის გამართვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიინაუგურაციის სამზადისი თელავში – სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი თითქმის დასრულებულია
შემდეგი სტატია“რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ? ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს?”- დაპირისპირება პარლამენტში “ევროპულ საქართველოსთან” გაგრძელდა