8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ნაცმოძრაობის ლიდერები ლონდონში ლორდთა პალატის წევრებს ხვდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ.”

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარია.

პარტიის ლიდერების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იყო ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ივანიშვილის რეჟიმის მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაუსვეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიგორში, სადგურის დასახლებასთან წუხელ ისროდნენ, დაჭრილია 20 წლის ბიჭი
შემდეგი სტატიასაგარეოდან NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, პარლამენტიდან კი მისი ცოლი გაათავისუფლეს