„ნაცმოძრაობის“ ბელადი საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს, ახლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს – კობახიძე

კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში, შესაბამისად ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო, სრული ინფორმაციის ისედაც გაუზიარეს შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას, ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „„ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას და მას მილიონობით ლარი აქვს დახარჯული.

„ნაცმოძრაობის“ ბელადი საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პიჯაკების საქმეს ეძახდა ამ საქმეს. რა შუაშია პიჯაკები?! კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დახარჯა მილიონობით საბიუჯეტო თანხები, რესურსი, ახლა იგივე ადამიანები, კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს. ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერია დასამალი. ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკის განცხადებას ცალკე აღებულს არ განვიხილავ, ალბათ, ყველას სჯერა, რომ პოდოლიაკის, კუბილიუსის და დანილოვის ძველი განცხადება ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა განვიხილოთ თუ საერთო ჯაჭვის პატარა ნაწილებია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაკუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი – კობახიძე