„ნაცმოძრაობაში“ ერთი და მეორე ფრთა არსებობს, რომელთა ლიდერები ერთმანეთისგან მხოლოდ ფიზიკური ფორმებით განსხვავდებიან, ეს იქნება ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, მელიასა და ხაბეიშვილის იდეა და შინაგანი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ ერთი და იმავეა.
„მელიას მეტი დამსახურება აქვს შეტევის ორგანიზებაში პარლამენტზე თუ ცესკო-ზე, თუმცა მისი მხრიდან შედეგი ვერ დადგა და ხაბეიშვილმა თქვა, მე უფრო მეტი შედეგის დაყენება შემიძლიაო და ამ ნიშით იყო არჩეული. მათ შორის სხვა რაიმე განსხვავება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ. ბარამიძის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფრთის ჩამოყალიბება მიმდინარეობს ან დაიწყება და ამ ახალი ფორმაციის ლიდერად ბარამიძე და გვარამია მოიაზრებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.