„ნაცმოძრაობამ“ რაც უნდა დასავლური კურსი აჩვენოს, 2008 წელს მათი ღალატი არავის დაავიწყდება – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას იგებს.

„აქეთ „რუსული კანონის“ დაინიცირებას გვაბრალებენ, იქით რუსეთს ძალიან მაგრად ვუგებთ. ეს არის რუსული ბოროტების, ოკუპაციის და ნაცური ბოროტების – ოკუპაციის ხელშეწყობის კვალი და მისი დამარცხება. გუშინ სტრასბურგში მოვიგეთ მძიმე მემკვიდრეობის შედეგად, რუსული ოკუპაციისა და „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობით ბორდერიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე.

ოკუპანტის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას ვიგებთ და ერთადერთი უსუსური არგუმენტი, რაც რუსებს აქვთ, არის, „ნაცმოძრაობამ“ რომ შემოუხაზა და სამხრეთ ოსეთი დაარქვეს. ეს არგუმენტიც გავუბათილეთ. ეს ერთი მოქმედება და მათი ღალატი არ ნიშნავს, რომ შეიძლება, მართლა სამხრეთ ოსეთზე იყოს საუბარი, ის არის საქართველოს ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო. ამას რუსებთან ყოველთვის მოვიგებთ და „ნაცმოძრაობამ“ რაც უნდა დასავლური კურსი აჩვენოს, 2008 წელს მათი ღალატი არავის დაავიწყდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტი კი არა, ჩვეულებრივი „ნაცია“ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს მაინც გვეყვარება ყველა ქართველს – მდინარაძე