ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში- “საქართველოსთვის” წევრმა პარტია დატოვა

პარტია “საქართველოსთვის” ბათუმში ირაკლი თავდგირიძემ დატოვა. მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა ამბობს, რომ ის ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად რჩება.

ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა ნაცებს!!!არა ბოროტებას!!!! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!”– წერს თავდგირიძე.

 

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: ხელისუფლებამ არჩევნების წაგების შიშით საოკუპაციო ხაზი ჩაკეტა (video)