„ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ აბსოლუტურად ერთია, შექმნეს რაღაც ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, ყველანაირად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პროცესი, თუმცა ამას ვერ შეძლებენ – კობახიძე

„ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ აბსოლუტურად ერთია, ისინი ერთიანად ახორციელებენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელთანაც არის დაკავშირებული საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფში შემავალ ოპოზიციონერებს აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა. სწორედ ამის გამო, ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ და ასევე არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ შექმნეს რაღაც ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური კომიტეტები, ტექნიკური სამუშაო ჯგუფები. ეს გარდა იმისა, რომ ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ისინი აჩვენებენ, რომ ყველანაირად საბოტაჟისკენ არიან მიმართული. ყველანაირად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პროცესი, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბუნებრივია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივერ გეტყვით შედგა თუ არ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩმა ბუნდოვანი პასუხი გასცა ამ კითხვას – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პასუხი არ გაუცია და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ – კობახიძე
შემდეგი სტატიაპარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან ჰქვია, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი – მდინარაძე